Wednesday, 23 July 2014

პოთირეოზი (მიქსედემა) – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის უკმარისობით; ხასიათდება ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით, ნოვთიერებათა ცვლის მოშლით, სახის, კიდურებისა და ტანის შეშუპებებით, ბრადიკარდიით; ჰიპოთირეოზის მკვეთრად გამოხატულ ფორმას უწოდებენ მიქსედემას.
ჰიპოთირეოზი – ეტიოლოგია. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ადგილი აქვსფარისებრი ჯირკვლის უშუალო დაზიანებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიებით, ინფექციებით, ავტოიმუნური პროცესებით, ოპერაციებით, გარემოში იოდის უკმარისობით და სხვ; მეორადიჰიპოთირეოზი ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ინფექციური, სიმსივნური ან ტრავმული დაზიანების შედეგად. დაავადების პერიფერიული ფორმა განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების პერიფერიული მეტაბოლიზმისდარღვევებით ან  თირეოიდული ჰორმონების მიმართ ორგანოებისა და  ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებით.
ჰიპოთირეოზი - პათოგენეზი. თირეოიდული ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება, რაც იწვევს ნივთერებათა ცვლის პროცესების შენელებას.
ჰიპოთირეოზი – სიმპტომები: პირველადი ჰიპოთირეოზი შედარებით ხშირია ქალებში. დამახასიათებელია მცივანობა, ძილიანობა, მოდუნება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების, მოძრაობის შენელება, სწრაფად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ართრალგიები, სახისა და კიდურების შეშუპება, რასაც აქვს დამახასიათებელი ხასიათი. კანი მშრალია, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერით. ენა გასქელებულია; აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, თავზე თმის დაცვენა და მათი მტვრევადობა. სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ყაბზობა, ბრადიკარდია,გულის ტონების მოყრუება, იშვიათად გულის შეკუმშვების ნორმალური სიხშირე, ზოგჯერ ტაქიკარდია. ავადმყოფთა 10-20%-ს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც როგორც წესი, ქვეითდება ან ქრება თირეოდული პრეპარატებით თერაპიის ფონზე. ცვლილებები ეკგ-ზე: კბილების დაბალი ვოლტაჟი, პარკუჭოვანი კოპლექსის ცვლილებები. ავტოიმუნური გენეზის პირველადი ჰიპოთირეოზი შესაძლოა შეუღლდეს სხვა პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების პირველად უკმარისობასთან: თირკმელზედა ჯირკვლების (შმიდტის სინდრომი), ფარისებრახლო, კუჭქვეშა ჯირკვლის. ხშირად ვითარდება ჰიპოქრომული რკინადეფიციტური ანემია. ზოგიერთ ავადმყოფთან ვლინდება პირველადიჰიპოთირეოზის, ლაქტორეისა და ამენორეის განვითარება. მეორადი ჰიპოთირეოზიჩვეულებრივ შერწყმულია ჰიპოფიზის რამდენიმე ან ყველა ფუნქციის დაქვეითებასთან ან გამოვარდნასთან (პანჰიპოპიტუიტარიზმი). სიმპტომატიკის გამოხატულება და დაავადების განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია თირეოიდული უკმარისობის ხარისხზე და ავადმყოფის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. პირველადიჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება თირეოტროპულიჰორმონის დონის მომატება, ხოლო მეორადის დროს მისი  დაქვეითება სისხლში, ასევე ჰიპერქოლესტერინემია, ლიპოპროტეიდების მაღალი დონე. დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით ფარული ფორმების დროს, აქვს სინჯს თიროლიბერინთან. ჰიპოფიზური გენეზის მეორადი ჰიპოთირეოზის დროს თირეოტროპული ჰორმონის რეაქცია თიროლიბერინზე არ აღინიშნება. პირველადი ჰიპოთრეოზის დროს ხშირად მომატებულია პროლაქტინის დონე.
ჰიპოთირეოზი – მკურნალობა. ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლისპრეპარატებით ან სინთეზური თირეოიდული ჰორმონებით.

No comments:

Post a Comment

ainao756@gmail.com